ბოლო დღეებში აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ინტენსიური ცეცხლის ქვეშ ექცევა - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„5 სექტემბერს საღამოს სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს ჩვენი არმიის პოზიციებს ქალბაჯარის რაიონის ზიველისა და ელიჯას დასახლებების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან ბასარკეჩარის დასახლებების იუხარი შორჯასა და აზიზლის მიმართულებით. ჩვენი ქვედანაყოფების მიერ ყველა ადეკვატური რეაგირების ღონისძიებები განხორცილებულაა.
გაცნობებთ, რომ სომხეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა სრულად არის პასუხისმგებელი აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე ბოლო დღეებში დაძაბულობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
