ნევროლოგ ოთარ თოიძის განცხადებით, ცენტრმა „ემპათიამ“ ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ალტერნატიულ ექსპერტიზაში მონაწილეობა შესთავაზა, თუმცა ეს არ განხორციელდა.
მისი თქმით, ერთობლივად განხორციელებული კვლევა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ, ხელისუფლების რწმენას გააღრმავებდა.
რაც შეეხება უცხოელ ექსპერტებს, ოთარ თოიძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტების აზრი ცენტრ „ემპათიასთვის“ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.
„ეს ხალხი არის ფრიად დამსახურებული და აღიარებული. შესაბამისად, მათი აზრი ჩვენთვის გასათვალისწინებელია. დაველოდოთ, რას დადებენ ისინი დასკვნის სახით. მინდა ვთქვა, რომ ექსპერტიზა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა.
„ემპათიას“ ჯგუფმა იუსტიციის სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს შესთავაზა, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა მათთან ერთად ჩატარებულიყო, რაც არ განხორციელდა. რასაკვირველია, ეს მათ რწმენას გააღრმავებდა,“ - განაცხადა ოთარ თოიძემ.
(lpn)
.jpeg)