კლინიკა "ვივა მედში" მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შვეიცარიელი ექსპერტი მივიდა. გაეროში აკრედიტებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მესამე პრეზიდენტს შეხვდება. მიხეილ სააკაშვილთან უკვე შესულია ამერიკელი სპეციალისტი ერიკ დეივიდ გოლდ სმიტი.
ისინი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროტოკოლსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნობიან. ექსპერტები აუდიენციის დასრულების შემდეგ საკუთარ რეზიუმეს დაწერენ, რის შემდეგაც გაეცემა პასუხი კითხვას: აუცილებელია თუ არა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში 2 უცხოელი ექსპერტია ჩამოსული, თუმცა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ექსპერტიზაში კიდევ 3 ექსპერტი ჩაერთვება. 2 მათგანისთვის დროებითი ლიცენზიის გაცემაზე ჯანდაცვის უწყებისგან პასუხს ამ დრომდე ელოდებიან. მესამე კი საქმეში დისტანციურად ჩაერთვება.
(mtavari)
