შს მინისტრი ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებს ადგილზე გაეცნობა.
ბორჯომში ხანძრის სალოკვიდაციო სამუშაოების კოორდინირებულად ჩატარებისთვის შექმნილია, ოპერატიული მართვის შტაბი.
როგორც ცნობილია, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღესვე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთვება.
IPN.ge
