პრემიერის განმარტებით, მოქალაქეებს არანაირი საფასურის გადახდა არ მოუწევთ. მიწის რეგისტრაციის მომდევნო ეტაპი ხუთი მუნიციპალიტეტის – თეთრიწყაროს, გარდაბნის, ქარელის, გორისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულს შეეხება.
„ფაქტობრივად, ჩვენს მოქალაქეებს არ მოუწევთ არანაირი ხარჯის გაღება, იუსტიციის სამინისტრო შესაბამისი ინფრასტრუქტურით სრულად მოაგვარებს ამ საკითხს. იქნება სრულად შექმნილი და სრულფასოვანი საკადასტრო მონაცემები, რა თქმა უნდა, უფასოდ, საფასურის გარეშე. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას სოფლის მეურნოებაში, რაც ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია. მოგეხსენებათ, რომ მთავრობას აქვს უკვე სამწლიანი გეგმა გამოყოფილი ბიუჯეტით, რათა სისტემური რეგისტრაცია ქვეყანაში საბოლოოდ დასრულდეს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
