კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

74
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მოსასმენად დააჭირეთ

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელიც ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას შეეხებოდა და…

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელიც ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას შეეხებოდა და აცხადებენ, რომ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონი, უპირველესად, გულისხმობს ლიცენზიანტის მიერ კონკრეტულ ტერიტორიულ არეალებში არსებული მარაგების შესწავლას, სასარგებლო წიაღისეულის სახეობისა და ოდენობების განსაზღვრას და სახელმწიფოსთვის ანგარიშის წარმოდგენას, რისთვისაც 5 წლიანი პერიოდია განსაზღვრული.

მათივე განცხადებით, აქედან გამომდინარე, ამ კვლევების ჩატარებამდე და ანგარიშის მომზადებამდე რომელიმე „ექსპერტის“ მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ ასობით ჰექტარი მიწის გადათხრა და ეკოლოგიური კატასტროფა იგეგმება, „რბილად რომ ვთქვათ, არის პოლიტიკური ქულების მოპოვების უნიჭო მცდელობა და ტყუილი“.

„რეალური ვითარება ასეთია: სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ, 2022 წლის 30 მარტს სააგენტოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, 2022 წლის 27 ივლისის N863/ს ბრძანებით, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით, ლიცენზიის გასაცემად აუქციონი გამოაცხადა.

სალიცენზიო არეალებია ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. ლიცენზია 30 წლის განმავლობაში იქნება მოქმედი, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლისათვის და მარაგების დამტკიცებისათვის ლიცენზიის გაცემიდან 5 წელია განსაზღვრული.
აუქციონის საწყისი ფასი 3 000 000 (სამი მილიონი) ლარს შეადგენს, ლიცენზიის მიღების შემთხვევაში კი ლიცენზიის მაძიებელი ვალდებული იქნება, დამატებითი სალიცენზიო ვალდებულებები შეასრულოს, მათ შორის ლიცენზიის ძალაში შესვლიდან არა უმეტეს 5 წლის ვადაში სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა და Joint Ore Reserves Committee (JORC) კოდექსის შესაბამისად შედგენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშის შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა უზრუნველყოს.

გარდა ამისა, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადაში, ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ჯამურად არანაკლებ 12 000 000 (თორმეტი მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, მათ შორის, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 16 თვის ვადაში ძებნა-ძიებითი სამუშაოებისთვის განახორციელოს არანაკლებ 3 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია.

გამოცხადებული აუქციონი მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, 18:00 სთ-ზე დასრულდება. ამდენად, დღეის მდგომარეობით, აუქციონი მიმდინარეა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 141 პუნქტის თანახმად, ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ კონფიდენციალურია.

აქვე აღვნიშნავთ, რომ „RMG ჯგუფი“ დაინტერესებული მხარე არ ყოფილა, ის არ არის განმცხადებლებს შორის და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც არასწორია,“ - ნათქვამია განცხადებაში.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →