„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ მათ საშუალება აქვთ 22 აგვისტოს 18:00 საათამდე მომართონ განცხადებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაციის თაობაზე.
გამოცდა ჩატარდება პირველ სექტემბერს. დეტალური ინფორმაცია გამოცდის დაწყებისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის თაობაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
(primetime)
