"რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ობიექტის უსაფრთხოებას და ზრდის ბირთვული ავარიისა თუ ინციდენტის რისკს. ეს საფრთხეს უქმნის უკრაინის, მეზობელი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოების მოსახლეობას”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ობიექტზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტირების დაშვება და რუსული ძალების გაყვანის უზრუნველყოფა.
ცნობისთვის, ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია მარტიდან მოყოლებული რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება. ბირთვული ობიექტი ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარეობს და ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ იქცა თავდასხმის სამიზნედ.
IPN.ge
