პოლონეთში ავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქე 23 წლის რომან ემინოვი დაიღუპა.
InterPress.ge იტყობინება, რომ შემთხვევა 15 აგვისტოს ქალაქ კატავიცეში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რ.ემინოვმა მეგობართან ერთად დიდი სიჩქარით BMW-ს მარკის ავტომობილის მართვისას კონტროლი დაკარგა და ბეტონს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
მანქანაში მყოფმა მისმა მეგობარმა შეძლო მანქანიდან გადმოსვლა, მაგრამ რ.ემინოვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რ. ემინოვი არის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ქოსალოს მკვიდრი იყო. იგი სამუშაოდ პოლონეთში იმყოფებოდა.

