InterPress.ge-ს ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი დასასვენებლად ბათუმში გაემგზავრა. ბათუმისკენ მიმავალმა ოჯახმა ქუთაისში დასასვენებლად გზის პირას მანქანა გააჩერა და გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ მანქანას დიდი სიჩქარით მოძრავი სხვა მანქანა დაეჯახა.
მანქანაში წყვილი და ორი მოზარდი ბავშვი იმყოფებოდნენ. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, დანარჩენი დაშავებულები კი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
