InterPress.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა აღნიშნული გზის სოფელ არაფლოს ნაწილზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, BMW მარკის ავტომობილმა დიდი სიჩქარით მგზავრობისას კონტროლი დაკარგა და გზის პირას ჩავარდა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის მოწმეების ინფორმაციით, დაშავებული მგზავრები სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაზარალებულების ახლობლების თქმით, მანქანაში მყოფი სამი ადამიანიდან ერთი არასრულწლოვანი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს გამოძიება.


