ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი ამიერიდან მყიდველებს 1 ან 10 ევროდ აღარ შესთავაზებს. მის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენი 0.99 და 9.99-ევროიანი ბილეთები ბაზარზე ყველაზე იაფი იყო. ვფიქრობ, მომდევნო რამდენიმე წელიწადი ამ ტიპის შეთავაზებები არ გვექნება. 10-ევროიანი ბილეთების ეპოქა დასრულდა“ - თქვა მან ტელეკომპანია BBC-ის ეთერში სტუმრობისას.
Ryanair-ი ევროპის ბაზარზე არის ერთ-ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ბრიტანულ EasyJet, ესპანურ Vueling და უნგრულ Wizz Air-თან ერთად. კომპანია ევროპის ქალაქებს შორის ფრენებზე ბილეთებს ხშირად ყიდდა 9,99 ევროდ, ხოლო სარეკლამო მიზნებისთვის 0,99 ევროდაც კი.
კომპანიის ცნობით, დღეისათვის ბილეთების ღირებულების საშუალო ფასი 40 ევროა და ის მომდევნო წლებში 50 ევრომდე გაიზრდება. კომპანიაში ფიქრობობენ, რომ ზრდის ასეთი დინამიკა მგზავრთა რაოდენობას არ დაეტყობა.
(bpn)
