„მითხრა, რომ ჯანმრთელობის კუთხით კარგად არ არის, ეს დღეებია სიცხე ჰქონდა, წნევა ჰქონდა მაღალი, კიდევ ანთებითი პროცესია განვითარებული, ექიმები ყურადღებას აქცევენ და სათანადო მკურნალობას უტარებენ, მათი კმაყოფილი იყო. დაინტერესდა ამერიკელი ექსპერტებით, ჯანდაცვის სამინისტრო ნებართვას თუ გასცემდა და რა ხდებოდა ამ კუთხით. ძირითადად ამაზე იყო საუბარი“,-განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს დამატებითი კვლევები აქვს დანიშნული. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვის შემდეგ, საქართველოში 4 ექსპერტი და ერთი ადვოკატი ჩამოვა.
„ჯანდაცვის სამინისტროდან არავითარი შეფერხება არ გვაქვს, ოპერატიულად მუშაობენ და გვპირდებიან,რომ ამ პროცესს ძალიან ოპერატიულად დაამთავრებენ. ვფიქრობთ, 20-22 აგვისტოსთვის უნდა მოხერხდეს. თვის ბოლომდე გვინდა სასამართლო პროცესი დაიწყოს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
IPN.ge
