სოფელ საციხურის წარმომადგენლის ცნობით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
„ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა სოფელში, პოლიციელებმა გამოძიება დაიწყეს, სხვას ვერაფერს გეტყვით“, - ამბობს რწმუნებული.
როგორც ამბობენ, მოზარდი საციხური-აბანოს გზაზე მოძრაობდა. მანქანის სარკე ველოსიპედს მოედო. მოზარდი წაიქცა და მძიმე ტრავმა თავის არეში მიიღო.
