ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, ევროპელი მაღალჩინოსნები ორი ქვეყნის მეგობრული დამოკიდებულებით არიან შეშფოთებულები ენერგეტიკის, ფინანსურ და სავაჭრო სფეროებში.
თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ გამართულა, თუმცა გამოცემის წყაროების ცნობით, მათ ევროპელ მაღალჩინოსნებს უკვე გადაწყვეტილი აქვთ, როგორ „დასაჯონ“ ამისთვის ანკარა - იგეგმება დასავლურ კომპანიებსა და ბანკებზე ზეწოლა, რათა მათ დატოვონ თურქული ბაზარი.
IPN.ge
