როგორც "ინფო რუსთავი"-ი წერს, მაგისტრალზე მოძრავ მოტოციკლისტმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის დამცავ ჯებირს დაეჯახა, რის შემდეგაც მართვა დაკარგა და გადმოვარდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს მოტოციკლისტი გარდაცვლილი დახვდათ.
მაგისტრალზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟები.
არსებული ინფორმაციით გარდაცვლილი 40 წლამდე რუსთაველი მამაკაცია
