InterPress.ge იუწყება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ანგარიშში მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დაგმო 4 აგვისტოს ლონდონში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა და სოლიდარობა გამოუცხადა აზერბაიჯანს.
ჯეიჰუნ ბაირამოვმა ილია დარჩიაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზი გაუსვა პროვოკაციის საფუძვლიანი გამოძიების და კანონის წინაშე პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი ინსტიტუტების მიერ.
