ექიმის ინფორმაციით, პაციენტი ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზეა. კვლევების ჩატარების შემდეგ, მას სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანენ.
"ავტოსაგზაო შემთხვევიდან 112-ის ბრიგადის მიერ შემოყვანილია მოზარდი, პოლიტრავმით, ჰიპოლარიული შოკით. აღენიშნება ინტრაკრანიალური ტრავმა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, წვივების ღია მოტეხილობა. ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, მართვით სუნთქვაზეა. უტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები და მკურნალობა. შემდგომში გადავა სპეციალიზებულ კლინიკაში", - თქვა ექიმმა.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ბებია და შვილიშვილი გადადიოდნენ გზაზე, რა დროსაც მათ მანქანა დაეჯახათ. ბებია ადგილზე გარდაიცვალა.
(mtavari)
