თბილისში, მანაგაძის სახელობის კლინიკაში გარდაცვლილი 7 წლის გიორგი დემურიას დედა „ფორმულასთან“ საუბარში ამბობს, რომ მის შვილს ნარკოზის ზედმეტი დოზა გაუკეთეს.
„ბავშვმა მითხრა, ნარკოზის ნემსი რომ შეუყვანეს, დედა ვიხრჩობიო. გულზე მოიკიდა ხელი და ვიხრჩობიო. მე გარეთ გამომიყვანეს, მითხრეს ნარკოზმა იცის ასეო. არ ვიცოდი თორემ არ დავტოვებდი. მიზეზი მითხრეს, რომ ქირურგიული ჩარევის დროს გართულება მოხდაო, მაგრამ მომატყუეს, არ ყოფილა ქირურგიული ჩარევა. შემდეგ ვერაფერი ვერ მითხრეს. გადამალეს ანესთეზიოლოგი. ექსპერტიზა ჩაუტარდება ჩემს შვილს და რის ნიადაგზე მოხდა ეს ყველაფერი უნდა ვიცოდი“, - ამბობს გარდაცვლილი ბავშვის დედა.
შეგახსენებთ, 3 აგვისტოს თბილისში, მანაგაძის სახელობის კლინიკაში 7 წლის გიორგი დემურია გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ბიჭს საოპერაციოდ ამზადებდნენ, მოზარდი ანესთეზიის გაკეთების შემდეგ დაიღუპა.
მომხდარში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს.
მანაგაძის კლინიკის დირექტორი ამბროსი პერტია აცხადებს, რომ 7 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
როგორც ამბროსი პერტია ამბობს, ოპერაციის ჩატარებამდე ბავშვს ოპერაციამდე ყველა კვლევა ჩაუტარდა.
(pia)
