საქართველოს მართავს პრორუსული ძალა, მათი მიზანმიმართული ქმედებიდან გამომდინარე ჩვენ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძე აღნიშნავს, რომ სტატისტიკა, რომლის თანახმად, მმართველი პარტიის თავმჯდომარე აქტიურად აკრიტიკებს დასავლეთს, უკრაინას, ხოლო რუსეთის მიმართ კრიტიკა მხოლოდ 9-ჯერ აქვს დაფიქსირებული, სწორედ ხელისუფლების პრორუსულობაზე მიუთითებს.
"საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შეკითხვა, რატომ არ მოგვცა ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი, მამტკიცებელი საბუთი, რატომაც არ მოგვცეს არის ეს, რომ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერი 57- ჯერ თავს დაესხა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, მხოლოდ 9- ჯერ, ისიც ჟურნალისტების კითხვიდან გამომდინარე, ახსენა რუსეთი, 26-ჯერ თავს დაესხა და გააკრიტიკა უკრაინა. ეს არის მტკიცებულება იმის, რომ საქართველოს მართავს პრორუსული პოლიტიკური ძალა და სწორედ მათი ქმედებებიდან გამომდინარე არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. უფრო მეტიც, კიდევ ერთი კვლევა არის ქალბატონ კელი დეგნანის წინააღმდეგ და ზოგადად ანტიდასავლურ კამპანიასთან დაკავშირებით. ასობით ათასი თუ არა მილიონობით დოლარი დახარჯა "ქართულმა ოცნებამ" ანტიდასავლურ კამპანიაში სოციალურ ქსელებში. მათივე მართული ვითომ სააგენტოები ავრცელებენ დეზინფორმაციულ ინფორმაციებს, აკეთებენ პროდუქციას, რამაც საზოგადოებაში უნდა გააჩინოს კითხვა, რომ თითქოს დასავლეთს საქართველო არ უნდა, ან ამერიკას ან ევროპას ომის დაწყება უნდა,"- განაცხადა ვაშაძემ.
IPN.ge
