„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ივლისში წარადგენს. ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„ჩვენ ივლისში უკვე წარვადგენთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს მიერ იქნება მიღებული და შესაბამისად, ივლისის თვიდან უკვე აქტიურად გავლენ ჩვენი მაჟორიტარები იმისათვის, რომ დაიწყონ მოსახლეობასთან შეხვედრები. ანუ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია დაიწყება უკვე ივლისის თვეში. ეს არის ჩვენი გეგმა,“ - განაცხადა კობახიძემ.
წყარო: İPN
