მედიის ცნობით, ახალი ზელანდიის საზღვრები Covid 19-ის თავიდან ასაცილებლად დაკეტილი იყო.
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯესინდა არდერნმა საზღვრების გახსნას „განსაკუთრებული მომენტი უწოდა და დასძინა, რომ ეს „წინდახედული პროცესის“ ნაწილია.
ვიზიტორთა უმეტესობას მაინც დასჭირდება სრული ვაქცინაცია, კარანტინი სავალდებულო აღარ იქნება.
სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გარდა, გაიხსნა საზღვაო საზღვარიც - საკრუიზო გემებსა და უცხოურ იახტებს ახლა უკვე შეუძლიათ ქვეყანაში შესვლა.
ახალი ზელანდიის მთავრობამ, ეტაპობრივი გახსნის გეგმა პირველად თებერვალში გამოაცხადა. ამან საშუალება მისცა ვაქცინირებულ მოქალაქეებს, თებერვლის განმავლობაში, ავსტრალიიდან დაბრუნებულიყვნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან ახალ ზელანდიაში დაბრუნება მოქალაქეებისთვის მარტიდან გახდა ნებადართული.
მაისში, ახალმა ზელანდიამ ტურისტების მიღება 50-ზე მეტი ქვეყნიდან დაიწყო.
„ჩვენ, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, ვაგრძელებთ გლობალური პანდემიის მართვას, ასევე, ვიცავთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, ტურიზმი იყო ერთ-ერთი ინდუსტრია, რომელიც ახალი ზელანდიის მკაცრი კოვიდრეგულაციებით ყველაზე მეტად დაზარალდა.
(pia)
