კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

განათლების სამინისტრომ გამომცემლობებს ახალი სასწავლო წლისთვის ელექტრონული წიგნების მომზადების დავალება მისცა

113
განათლების სამინისტრომ გამომცემლობებს ახალი სასწავლო წლისთვის ელექტრონული წიგნების მომზადების დავალება მისცა
მოსასმენად დააჭირეთ

განათლების სამინისტრომ გამომცემლობებს 2020-2021 სასწავლო წლისთვის ელექტრონული წიგნების მომზადების დავალება მისცა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავად გამომცემლობებში განუცხადეს. მათი განმარტებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ონლან შეხვედრა გამართეს, რომელზეც სწორედ ონლაინ სახელმძღვანელოების შექმნის აუცილებლობა განიხილეს.

უფრო კონკრეტულად, როგორც "პალიტრა L-ის" დირექტორმა თიკო ასათიანმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, გამომცემლობების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სექტემბრიდან მოსწავლეებისთვის კვლავ ონლაინ რესურსებით სწავლების გაგრძელება განიხილება.

"ჩვენ წინააღმდეგი ვართ, რომ ბეჭდური წიგნი არ იყოს. ერთი მხრივ, ცუდია ბავშვებისთვის კომპიუტერთან მიჯაჭვულობა და მეორე მხრივ, თუ თავიდანვე არ მივაჩვიეთ ბავშვი წიგნთან ურთიერთობას, მერე და მერე სულ „გაჯეტებზე“ იქნება დამოკიდებული. ასევე, გამომცემლობები და ავტორები იყვნენ უკმაყოფილო, თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთ შემთხვევაში ანაზღაურება. იყო საუბარი, რომ რამდენ გვერდსაც გახსნიან და ჩამოტვირთავენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, იმის მიხედვით იქნება ანაზღაურება. აქ საფრთხე ისაა, რომ ერთი pdf ფაილი თუ გავრცელდა, თავიდან არავინ ჩამოტვირთავს და ამის კონტროლი რთული იქნება. ეს პრობლემა ყოველთვის იყო, მაგრამ უმთავრესი პროლემა მაინც ის არის, რომ ბავშვები უნდა დავაშოროთ წიგნებს.

იყოს დისტანციური სწავლება თუ სხვა გზა არ იქნება, მაგრამ ბავშვს უნდა ჰქონდეს წიგნში თითის გაყოლების საშუალება. ბავშვმა რვეულში უნდა შეავსოს დავალება და არა კომპიუტერში, კლავიატურაზე. წიგნთან ურთიერთობა ბავშვს უნდა ჰქონდეს. გაკვეთილები კომპიუტერში და დავალებებიც კომპიუტერში?! ამაშია საქმე,"- აღნიშნა თიკო ასათიანმა.

რაც შეეხება სხვა გამომცემლობებს, "ინტერპრესნიუსი" "დიოგენეს" ხელმძღვანელ თამარ ლებანიძესაც ესაუბრა, რომლის თქმითაც, გამომცემლობა მზადაა სწავლის დაწყებამდე მოსწავლისთვის ონლაინ რესურსის შექმნა მოასწროს.

"რა თქმა უნდა, ეს საკითხი დგას დღის წესრიგში, რადგან არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები ვირუსის გამო. მუშაობა ჯერჯერობით არ დაგვიწყია, სამინისტროსთან ერთად განხილვის რეჟიმში ვართ. პერიოდულად იქნება ონლაინ შეხვედრები ამ საკითხთან დაკავშირებით. მე, როგორც რიგითი მოქალაქე და სკოლის გულშემატკივარი, იმედს ვიტოვებ, რომ სწავლა სრულფასოვნად განახლდება. ჯერჯერობით დეტალურად არ გვისაუბრია სამინისტროსთან, თუმცა, სავარაუდოდ, ყველა კლასისთვის იქნება ონლაინ სახელმძღვანელოები. ამაზე არანაირი მკაფიო პოზიცია არაა ჩამოყალიბებული, ფასიანი იქნება თუ უფასო. სავარაუდოდ, ხელმისაწვდომობა უფასოდ შენარჩუნდება საჯარო სკოლებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი, რამდენადაც ვიცი. ერთი შეხვედრა გვქონდა ონლაინ რეჟიმში, სავარაუდოდ, მეორე შეხვედრა გაიმართება ამ კვირაში. ერთადერთი რაც ვიცი, მომდევნო შეხვედრაზე განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს, ყველა იმ წინადადებას, რაც სამინისტრომ მოამზადა და რა შეთავაზებაც გარედან ჰქონდა, კომპანიების მხრიდან. სიმართლე რომ გითხრათ, წმინდა ინტუიციური თვალსაზრისით და არა ფაქტებიდან გამომდინარე, ადვილი შესაძლებელია შერეული ვერსია იყოს. არსებობდეს ბეჭდვური სახელძღვანელო, რომელსაც დაურიგებენ საჯარო სკოლის მოსწავლეებს და კერძო სკოლები შეისყიდიან, როგორც ეს აქამდეც იყო და პარალელურად გაგრძელდეს ონლაინ სწავლებაც, რომელიც რასაკვირველია, იქნება უფრო დახვეწილი," - განაცხადა თამარ ლებანიძემ.

წყარო: ipn

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →