პანდემიის პირველ წელს, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებმა 20 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იხსნა, თუმცა მეცნიერებმა მათ შორის ორი ყველაზე ეფექტური გამოავლინეს და ესენია: AstraZeneca-Oxford-ისა და Pfizer-BioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინები. როგორც კვლევით დადასტურდა, თითოეულმა მათგანმა 5-დან 7 მილიონამდე სიცოცხლე გადაარჩინა.
მესამე ადგილზე განთავსდა Sinovac – 1,7-2,2 მილიონამდე გადარჩენილი სიცოცხლით, ხოლო მეოთზე Moderna გავიდა 1,5-2 მილიონით.
პანდემიის შემსუბუქებით, ვაქცინებმა შეამცირა გავლენა შობადობაზე. ამ კვირაში გამოქვეყნებულ პროგნოზში, გაერომ კოვიდი მოკლევადიან შეფერხებად მიიჩნია, რომელსაც არ აქვს „გრძევადიანი შედეგები“. გაეროსვე მონაცემებით, წლის ბოლოს დედამიწის მოსახლეობა 8 მილიარდს მიაღწევს.
(bpn)
