უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა ქალაქის სხვადასხვა რაიონში ისმოდა.
"ქალაქ დნიპროზე სარაკეტო იერიშის შედეგად შესაძლოა, წყალმომარაგება გარკვეული დროით შეწყდეს", - წერს ლისენკო.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, აფეთქებები დაახლოებით 21:00 საათზე გაისმა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა.
