მოქალაქის დაღუპვის ფაქტი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს:
12.07.2022 140
გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა - რას აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში
გერმანიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.
მოქალაქის დაღუპვის ფაქტი “ფორტუნას” საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს:
“გერმანიაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა, როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცველებთან.
მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა”, – განგვიცხადეს საგარეო უწყებაში.
ამ დროისთვის მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ემიგრანტის ცხედარი ქალაქ ბრემენში, წყალში იპოვეს.
