„დღეს, თბილისის დროით 10:14 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა 3.1 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პირველი მიწისძვრა 07:36 მოხდა. ეპიცენტრი დმანისთან, სოფელ სამებაში იყო.
მეორე მიწისძვრა - 09:10 საათზე. ეპიცენტრი დმანისთან, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. სიმძლავრემ 4.5 (ml) მაგნიტუდა შეადგინა.
მესამე მიწისძვრა - 09:18 საათზე. ბიძგები საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე 3.0 (ML) მაგნიტუდა იყო.
მეოთხე მიწისძვრა საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა.
მისი სიმძლავრე 3.1 (ML) მაგნიტუდა იყო.
