სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, პარლამენტთან მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ.
მათ ხელში საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებთან ერთად საკუთარი უნივერსიტეტების დროშები უჭირავთ. სტუდენტები სკანდირებენ სიტყვებს: „სტუდენტები ვირჩევთ ევროპას”, „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი“ და „გამოდით“.
სტუდენტების გამოჩენას ადგილზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.
მეტროსადგურ რუსთაველთან შეიკრიბნენ და პარლამენტთან დაგეგმილ აქციას უერთდებიან „ილიაუნის”, „ჯიპას”, „საქართველოს უნივერსიტეტის”, „კავკასიის უნივერსიტეტის“, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა” და სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები.
IPN ge
