„ალტ-ინფოს“ მხარდამჭერები „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისიდან ევროკავშირის ოფისისკენ მსვლელობით მიემართებიან. ისინი სკანდირებენ „საქართველო“ და „ქართულ ოცნებას“ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ. როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, მმართველი გუნდის წევრები „ევროკავშირის მონები არიან“.
„ალტ-ინფოს“ მხარდამჭერებს საქართველოს დროშა უჭირავთ ხელში და სკანდირებენ -„საქართველოს გაუმარჯოს“.
