ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის, ძარცვის, გამოძალვის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ბებია, „ქრონიკასთან“, ამბობს, რომ თავისი შვილიშვილი დამნაშავე არაა, უბრალოდ - შეცდა.
„რად უნდოდა იმისგან ფული? [მომჩივანმა მხარემ] სიმართლე უნდა დაწეროს. საიდან მოიტანდა ის ბებერი კაცი 8 ათას ლარს? ჩემი შვილიშვილი საავადმყოფოში მოხვდა. ყველა იცის, აი, ჩემს მეზობლებსაც დაუძახე... ის დამნაშავე არ არის, შეცდა“, - ამბობს დაკავებულის ახლობელი.
„ქრონიკა“ დაზარალებული კაცის ოჯახის წევრსაც ესაუბრა.
„გამოძიებას ყველაფერი უთხრა. იმდენად ფსიქოლოგიური მომენტი აქვს და ნერვიულობს, რომ არ სურს, გაგვესაუბროს. სამართალდამცველებს ესაუბრა, ჩვენებაც მისცა“, - ამბობს 68 წლის კაცის ახლობელი.
