ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-აპრილის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 582 297 301 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 69.9% აღდგენაა. 2021 წლის იანვარ-აპრილის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 478 886 422 (+463.1%) აშშ დოლარით.
ტურიზმის აღდგენის შესაბამისად, გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და ფასი გაიზარდა. დეველოპერული კომპანია „ტერასა ჯგუფი“ Booking.com-ის მონაცემების მიხედვით, 2 პერსონაზე გათვლილი ნომრიდან მიღებულ საორიენტაციო შემოსავალსა და ქირის ფასს აქვეყნებს:
- ივნისი - 1 625 აშშ დოლარი (ქირის ფასი - 65 აშშ დოლარი);
- ივლისი - 3 000 აშშ დოლარი (ქირის ფასი - 100 აშშ დოლარი);
- აგვისტო - 3 410 აშშ დოლარი (ქირის ფასი - 110 აშშ დოლარი
როგორც კომპანიაში განმარტავენ, წელს უძრავი ქონების შეძენის მსურველთა მხრიდან გასაქირავებელ სასტუმროს ნომრებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია, რადგან იგი მოიცავს ისეთ სერვისებს, როგორითაც მესაკუთრე აპარტამენტის შეძენის შემთხვევაში ვერ ისარგებლებს.
(bpn)
.jpg)