ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც თქვა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებაში, ოპოზიციასთან ერთად, „ევროპის სახალხო პარტია“ და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა გუშინ, 22 ივნისს, პარლამენტში სამთავრობო ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მაიკლ გალერის თქმით, ქართველმა ხალხმა კარგად იცის , ვინ დაადანაშაულოს იმ ფორმულირებისთვის, რისი გამოყენებაც ევროკომისიას მოუწია.
„დარწმუნებული ვარ, ქართველმა ხალხმა, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის დემონსტრაციას ახდენს, უკეთ იცის, ვინ არის დამნაშავე იმ ფორმულირების გამო, რომლის არჩევაც ევროკომისიას მოუწია, რათა სათანადოდ და სამართლიანად მოეგვარებინა საქართველოს მთავრობის წინაშე არსებული ამოცანები“, – დაწერა ევროპარლამენტარმა ტვიტერზე.
