2022 წელს ბანკების მიერ მიღებული წმინდა მოგება თვეების მიხედვით ასე გამოიყურება:
- იანვარი - 212,695 მლნ ლარი;
- თებერვალი - 90,610 მლნ ლარი;
- მარტი - 110,181 მლნ ლარი;
- აპრილი - 109,394 მლნ ლარი;
- მაისი - 159,034 მლნ ლარი.
ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის მაისში კომერციული ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 581,944 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 455,190 მლნ ლარი. მაისში კომერციული ბანკების ხარჯებმა 385,015 მლნ ლარი შეადგინა.
ამავე სტატისტიკით, ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 7,530 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 73,954 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 48,693 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.
(bpn)
.jpg)