დარჩა მხოლოდ ერთი გზა, რაც შეიძლება მალე ჩამოვაშოროთ "ქართული ოცნება" ხელისუფლებას - კარგი იქნება გონს მოეგონ, მაგრამ ამის იმედი არ მაქვს, ამიტომ ყველანი 20- ში აქციაზე, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისიის რეკომენდაციას უკრაინას და მოლდოვას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს შემთხვევაში ამ საკითხის განხილვას კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდნენ.
მანჯგალაძე მიიჩნებს, რომ "ქართული ოცნება" პირობებს არ შეასრულებს.
„სამწუხაროა, საქართველოს მთავრობამ 10 წლის მანძილზე ვერ მოახერხა ის, რაც რამდენიმე თვეში შეძლო მოლდოვას მთავრობამ. ეს არის ძალიან მძიმე, რადგან საქართველო იყო მოწინავე, მაგრამ ხელისუფლების დამსახურებით ის გახდა მაჩანჩალა ამ პროცესში. ერთადერთი გამოსავალი არსებობს, ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას ის ძალა, რომელიც ხელისშემშლელი ფაქტორია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ხელს უშლის ქართველი ხალხის ცივილიზაციურ არჩევანს და ღიად ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. დარჩა მხოლოდ ერთი გზა, რაც შეიძლება მალე ჩამოვაშოროთ ისინი ხელისუფლებას. „ქართული ოცნება“ ვერანაირ პირობას ვერ შეასრულებს, რადგან მას არ სჭირდება ევროინტეგრაცია, მას აქვს ერთი საზრუნავი ბიძინა ივანიშვილი და მისი ფული. კარგი იქნება გონს მოეგონ და ერთიბლივად დავიწყოთ დაჩქარებული ტემპით იმ პირობების შესრულება, რასაც ევროპელები გვთავაზობენ, მაგრამ მე ამის იმედი არ მაქვს, ამიტომ ყველანი 20 ივნისს აქციაზე", - განაცხადა მანჯგალაძემ
(ipn)
