ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, იუწყება InterPress.ge.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ინდოეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ ისლამისა და შუამავალი მუჰამედის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება მიუღებელია.
აღინიშნა, რომ ინდოელი ოფიციალური პირების მიერ გამოვლენილმა ისლამოფობიურმა პოზიციამ გავლენა მოახდინა მუსლიმების გრძნობებზე მთელს მსოფლიოში და ინდოეთის ელჩს ეცნობა, რომ აზერბაიჯანმა დაგმო ეს საქციელი.
აღინიშნა, რომ მსგავსი შემთხვევები ძირს უთხრის სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა მშვიდობიანი თანაცხოვრებას. მოსალოდნელია, რომ ინდოეთის მთავრობა მაღალი რანგის პირების მიმართ მკაცრ ზომებს მიიღებს.
