ძლიერი ცეცხლისა და დაკვამლიანების გამო, ადგილზე რამდენიმე მუნიციპალიტეტის სახანძრო- სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო. მეხანძრე-მაშველების მყისიერი რეაგირების შედეგად, ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოხერხდა. სატვირთო მანქანის ერთი ნაწილი დაიწვა.
მომხდარის გამო, რამდენიმე წუთის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა.
წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუმართავი ელექტროსისტემიდან გაუჩნდა.
(imedi)
