წიგნები საქართველოში აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ გამოაგზავნა, იუწყება InterPress.ge.
სამინისტრომ აზერბაიჯანულ და მსოფლიო ლიტერატურაზე 3000-მდე წიგნი გაგზავნა. წიგნები განკუთვნილია ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი ცენტრებისთვის.
თბილისში, მირზა ფათალი ახუნდზადეს აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში პრეზენტაციაზე საუბრისას, აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა განაცხადა, რომ პროექტი აზერბაიჯანელი საზოგადოების მიერ არის ინიცირებული.
პრეზენტაციას დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს აზერბაიჯანის საელჩოს გაჩუქებული წიგნებისთვის.
აღსანიშნავია, რომ მანამდე აზერბაიჯანის საელჩომ მარნეულისა და გარდაბნის საზოგადოებრივ ცენტრებს 1430 წიგნი გადასცა.
მშობლიურ ენაზე წიგნების ნაკლებობის საკითხი დაისვა აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის, ანარ კარიმოვის, აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებთან გასული წლის ივლისში საქართველოში ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრაზე.
.jpg)
