სტუდენტები მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ წევრები არიან, ისინი გიორგი შარვაშიძესთან შეხვედრასა და მის გადადგომას ითხოვენ.
სტუდენტების თქმით, რექტორი მათ უარს ეუბნება უნივერსიტეტში მიმდინარე სემესტრის ბოლომდე სწავლების ჰიბრიდული რეჟიმის შემოღებაზე, რის გამოც, მათი თქმით, რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს თბილისში ბინების დაქირავებისა და აუდიტორიებში ლექციებზე დასწრების პრობლემა ექმნებათ.
სტუდენტების განცხადებით, ისინი რექტორის კაბინეტს არ დატოვებენ, ვიდრე რექტორი მათ არ შეხვდება და გადადგომის შესახებ არ განაცხადებს.
