სანქციები არ იქნება, მით უმეტეს, თქვენ ნუ იქნებით მაგ სანქციების იმედად, - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პლენარული სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ანი წითლიძეს, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს უსმენენ.
როგორც არჩილ თალაკვაძე განმარტავს, წითლიძემ სცადა სანქციების საკითხი საქართველოს ჯართან და თავდაცვის სისტემასთან დაეკავშირებინა, რაც არასწორია.
„ქალბატონი ანა წითლიძე ეუბნებოდა მინისტრს, რომ თავი აარიდეთ სანქციებზე საუბარსო. სცადა, რომ პოლიტიკური რეზოლუცია, სანქციების საკითხი საქართველოს ჯართან და თავდაცვის სისტემასთან დაეკავშირებინა. ჩვენს პარტნიორებს შორის არავის აქვს კითხვები ქართულ ჯართან, თავდაცვის სისტემასთან. არასწორია, როდესაც ამ კითხვას სვამთ.
რასაკვირველია, ამ რეზოლუციაში მოყვანილი თეზისები და პოსტულატები, რასაც დღეს ევროპარლამენტის 200-ზე მეტმა წევრმა არ დაუჭირა მხარი, რეალობას აცდენილია, უსამართლო. თქვენს ძალიან კარგად იცით, რომ სანქციებს ადამიანებს არ უწესებენ დემოკრატიის გაძლიერებისთვის, არ უწესებენ მედიისთვის თავისუფლების უზრუნველყოფისთვის, არ უწესებენ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, მრავალპარტიული პარლამენტის მიღწევისთვის. ეს სანქციები არ იქნება, მით უმეტეს, თქვენ ნუ იქნებით მაგ სანქციების იმედად“, - აღნიშნავს თალაკვაძე.
IPN.ge
