საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას თუ შევადარებთ უკრაინასა და მოლდოვას, ყველა პარამეტრით ვუსწრებთ ამ ორ ქვეყანას - „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს არ მოსწონს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს უალტერნატივოდ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი
„ეს რეალობა და ფაქტია. შეგვიძლია ყველა პარამეტრი სათითაოდ გავიაროთ და ვნახოთ, რომ ორივე ქვეყანას ვუსწრებთ. მეორე არის პროგრესი, რომელიც ჩვენ განვიცადეთ 2012 წლიდან მოყოლებული. შეგვიძლია გავყვეთ და ვნახოთ სად ვიყავით 2012 წელს და სად ვართ დღეს - პროგრესი არის ფუნდამენტური. გვაქვს ორი მთავარი საყრდენი: ქვეყანაში არსებული პროგრესი და შედარება უკრაინასა და მოლდოვასთან - საქართველოს უალტერნატივოდ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროკომისიამ კითხვარის ქართული პასუხების შესახებ მოსაზრებები ევროკავშირის ლიდერებს, 24-25 ივნისის სამიტზე უნდა გაუზიაროს. მთავრობის მეთაურმა კარლ ჰარცელს კითხვარის მეორე და საბოლოო ნაწილი 10 მაისს გადასცა.
(imedi)
