“გაეროს ბავშვთა ფონდის” (UNICEF) მონაცემებით, 5 მილიონზე მეტი უკრაინელი ბავშვი ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული.
ორგანიზაციის განმარტებით, აქედან დაახლოებით სამი მილიონი ბავშვი უკრაინაში, 2.2 მილიონი კი საზღვრებს გარეთ იმყოფება.
UNICEF-ის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში, სულ მცირე, 262 ბავშვი მოკლეს და ასობით სკოლა დააზიანეს.
”ცეცხლის გადაუდებელი შეწყვეტისა და მოლაპარაკებების გარეშე, ბავშვებს კვლავ ზიანი მიადგებათ და ომის შედეგები გავლენას მოახდენს დაუცველ ბავშვებზე მთელს მსოფლიოში“ , - აცხადებენ “გაეროს ბავშვთა ფონდში“.
(lpn)
