უფრო კონკრეტულად, „ინტერპრესნიუსის“ მიერ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ბინების ფასები 5.4 %-ით, კერძო სახლების კი 2%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკა შემოიფარგლება მხოლოდ თბილისით და მოიცავს მხოლოდ უძრავი ქონების ბაზრის ახალი აშენებული და მშენებარე საცხოვრებლების სეგმენტს,.
რაც შეეხება ბინების დაქირავებას, იგივე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ბინების ქირის ფასი მარტში 3 % -ით, ხოლო აპრილში 1.7 %-ით გაიზარდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, თბილისში ბინების დაქირავება, მარტში წინა თვესთან შედარებით 6.2 პროცენტით იყო გაზრდილი, ხოლო აპრილში ფასების მატებამ 1.5 % შეადგინა.
მათივე ინფორმაციით, ქუთაისში ბინების დაქირავების ფასები 2022 წლის იანვრიდან აპრილამდე არ შეცვლილა. უძრავი ქონების დაქირავების მონაცემები 2022 წლის იანვრიდან აპრილამდე არ შეცვლილა არც ბათუმში. თელავში, უძრავი ქონების დაქირავების მონაცემები მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში უცვლელი დარჩა, უშუალოდ 2022 წლის მარტში, თებერვალთან შედარებთ უძრავი ქონების დაქირავების ფასი 1.9%-ით შემცირდა, ხოლო აპრილში ეს მაჩვენებელი 11.5 %-ით გაიზარდა.
(lpn)
