იმპორტირებული ხახვის წილი საქართველოში 75%-მდე გაიზარდა. ბოლო 8 წლის განმავლობაში, 2014 წლიდან 2021 წლამდე კი, ხახვის წლიური წარმოება საქართველოში საშუალოდ 1.1 ათასი ტონით შემცირდა. ამასთან, იმპორტი დაახლოებით 0,7 ათასი ტონით გაიზარდა. EastFruit-ის გუნდმა ფერმერებს ჰკითხა მათი მოლოდინების შესახებ ახალი სეზონისთვის, რომელიც ივნისში იწყება.
უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ხახვის წარმოება წინა 4 წლის ჯამთან შედარებით, 34%-ით შემცირდა. იმპორტის ანალოგიური შედარება კი 53%-იან ზრდას აჩვენებს. საინტერესოა, რომ ამ პერიოდში წარმოება 19 ათასი ტონით შემცირდა, იმპორტი კი 43 ათასი ტონით გაიზარდა.
ახალი სეზონიდან მოლოდინი კი სხვადასხვაგვარია: საქართველოში ხახვის მწარმოებელი ორი ძირითადი რეგიონია - ქვემო ქართლი, რომელზეც ადგილობრივი წარმოების 35% მოდის და შიდა ქართლი, სადაც ქართული ხახვის ნახევარი მოდის. ორივე რეგიონის ფერმერები მიიჩნევენ, რომ 2021/2022 წელი წარუმატებელი იყო, რაც ძირითადად დაბალ ფასებთან არის დაკავშირებული.
მეზობლებისგან განსხვავებით, შიდა ქართლში ფერმერები ვარაუდობენ, რომ ახალი სეზონი ბევრად უკეთესი იქნება კოვიდ პანდემიის შემდეგ მომხმარებელთა მოთხოვნის აღდგენის გამო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შიდა ქართლში ხახვის ფართობები გაიზარდა, თუმცა ზუსტი მონაცემები არ არსებობს.
ვაჭრობის მონაცემებით, იმპორტირებული ხახვი ამჟამად დაახლოებით 10%-ით მეტი ღირს, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში იყო. ეს გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ გაზრდილი ტრანსპორტის ხარჯებს და მზარდ ხარჯებს თურქეთში, რომელიც მთავარი მიმწოდებელია.
ხარჯები საქართველოშიც გაიზარდა. ქართველი ფერმერების წარმატება დიდწილად მოხმარებლის ზრდაზე იქნება დამოკიდებული.
(bpn)
