კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

ლევან იოსელიანის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიცია შეთანხმდა წერილის ტექსტზე, რომელსაც ევროკავშირის ხელმძღვანელობას ხვალ გაუგზავნიან

20
ლევან იოსელიანის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიცია შეთანხმდა წერილის ტექსტზე, რომელსაც ევროკავშირის ხელმძღვანელობას ხვალ გაუგზავნიან
მოსასმენად დააჭირეთ

ოპოზიცია შევთანხმდით ტექსტზე, რომელსაც ვაპირებთ, ხვალ მოვაწეროთ ხელი და გავგზავნოთ ევროკავშირის ხელმძღვანელთან - ესაა ოპოზიციის თხოვნა და მზაობა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს ,- ამის შესახებ "მოქალაქეების"…

ოპოზიცია შევთანხმდით ტექსტზე, რომელსაც ვაპირებთ, ხვალ მოვაწეროთ ხელი და გავგზავნოთ ევროკავშირის ხელმძღვანელთან - ესაა ოპოზიციის თხოვნა და მზაობა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს ,- ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე- სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია არის ერთსულოვანი, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ამ თვალსაზრისით „სკეპტიციზმი პარლამენტში არსებულ ოპოზიციურ პარტიებს, ჯგუფებს და დეპუტატებს შორის არ არსებობს".

"ძალიან მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რომელიც მე მინდა მოგაწოდოთ, საბოლოოდ ოპოზიცია შევთანხმდით ტექსტზე, რომელსაც ვაპირებთ, რომ ხვალ მოვაწეროთ ხელი და გავგზავნოთ. ეს ტექსტი გულისხმობს ოპოზიციის თხოვნას და მზაობას, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რომ მოიხსნას ყველა კითხვის ნიშანი არის თუ არა ოპოზიციაში ვინმე, ვინც ხელს უშლის ამ კითხვარს, ვინც დადის სადღაც, რომელიღაც კორიდორში და საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობის ჩაშლას. ოპოზიციური პარტიები შევთანხმდით, რომ გავგზავნით ამ დოკუმენტს ევროკავშირის ხელმძღვანელთან, სადაც ვთხოვთ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ამ წერილში ასევე მზადყოფნას გამოვთქვამთ მივიღოთ მონაწილეობა ყველა რეფორმაში, ყველა დღის წესრიგში, რომელიც პრობლემების აღმოსაფხვრელად და იმ რეფორმების გასატარებლად იქნება მიმართული, რომელიც მათ შორის, იყო შარლ მიშელის დოკუმენტში და რომელზეც საუბარია დასავლელი მეგობრების ბევრ ანგარიშში. იმედი მაქვს, რომ ყველა ჩემი კოლეგის ხელმოწერა იქნება ამ დოკუმენტზე", - განაცხადა იოსელიანმა.
რაც შეეხება წერილის შინაარსს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს; ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენს; ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმადგენელს ჯოზეფ ბორელს საპარლამენტო ოპოზიციამ უნდა გაუგზავნოს, მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ამ კრიტიკულ დროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პასუხი იქნება რუსეთისთვის, რომელსაც სურს ჩამოაშოროს ტრიოს ქვეყნები ევროპულ მომავალს.

წერილის თანახმად, ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ დადებითად იყოს განხილული კანდიდატის სტატუსის მინიჭება და მიუხედავად 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლისა, აცხადებენ მზადყოფნას, რომ მონაწილეობას მიიღებენ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

"საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც არის ჩვენი ხალხის ისტორიული და კულტურული არჩევანი. ევროპულ ოჯახში გაწევრიანება არის შესაძლებლობა ქვეყანაში დაცული იყოს კანონის უზენაესობა, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მედია თავისუფლება, საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.

არასოდეს დავივიწყებთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციტივით შექმნილ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას, რასაც მოჰყვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს, უკრაინის და მოლდოვასთვის, რამაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გააჩინა ჩვენი ქვეყნებისთვის.

დღეს, როდესაც რუსეთი სამხედრო აგრესიით უპირისპირდება უკრაინის სუვერენიტეტს და ევროპული უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურას, როდესაც დასავლეთი ერთიანია რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის წინააღმდეგ, საქართველო ის ერთადერთი პროდასავლური ქვეყანაა რეგიონში, რომელის 20% ოკუპირებულია და არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები.

მიგვაჩნია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია გაგრძელებაა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის სამხედრო აგრესიის.

ევროკავშირის მიერ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების - საქართველოს, უკრაინის, და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენთვის ამ კრიტიკულ დროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პასუხი იქნება რუსეთისთვის, რომელსაც სურს დაყოს მსოფლიო გავლენის სფეროებად და ჩამოაშოროს ტრიოს ქვეყნები ევროპულ მომავალს.

მტკიცედ გვწამს, რომ რუსეთის სურვილი თავის ორბიტაზე დააბრუნოს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა და შეზღუდოს ჩვენი დემოკრატია და სუვერენიტეტი ვერ შედგება და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგვცემს იმედს, ძალას და შესაძლებლობას ასრულდეს ჩვენი ერების ისტორიული ნება გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

შესაბამისად, მიუხედავად რეფორმების გზაზე არსებული გამოწვევებისა და 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლისა, ხელისმომწერი საპარლამენტო ოპოზიციონერი დეპუტატები ვაცხადებთ მზადყოფნას, რომ მონაწილეობას მივიღებთ ყველა იმ რეფორმის განხორციელებაში, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

გთხოვთ, დადებითად განიხილოთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რაც იქნება დამატებითი გარღვევა და ბიძგი ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების და რუსეთის გავლენისგან საქართველოს გათავისუფლების", - აღნიშნულია წერილში, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურების ხელმძღვანელობას ხვალ გადაეგზავნება.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →