საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებთან ერთად, კანონპროექტ „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან და სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ავთენტური, ანუ მათი ეთნიკური ტრადიციებისა და კულტურული იდენტობისთვის დამახასიათებელი პრინციპით შექმნილი გვარის მინიჭების ეფექტიანი მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში მცხოვრები ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა გვარები, ჩვენს ქვეყანაში რუსეთის მმართველობის პერიოდში, ხელოვნურად იქმნა შექმნილი.
კანონპროექტის მიღების შედეგად, გვარის შეცვლის დეტალიზებული პროცედურა ფორმირებული იქნება, შედეგად კი, განმცხადებლები აღნიშნული სერვისის მიღებას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებაში შეძლებენ.
