კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში 2021 წლის ანგარიში წარადგინა

13
ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში 2021 წლის ანგარიში წარადგინა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ამის შესახებ…

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, პანდემიის მიუხედავად, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გასული წელი აქტიურად განვლო. მისივე თქმით, სააგენტომ ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა და 13 რეკომენდაცია გასცა.

„სააგენტოს რებრენდინგის პარალელურად, კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის გაძლიერება, ანტიდემპინგის იმპლემენტაცია და მომხმარებლის უფლებების დაცვის აღსრულების დაწყება - ის სიახლეებია, რომლითაც ჩვენი უწყება უკვე ცხოვრობს. ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი დავასრულეთ და 13 რეკომენდაცია გავეცით, რომელთა დანერგვამ პაციენტებს უფრო მეტი არჩევანისა და ბევრად ნაკლები დანახარჯების მიღწევის შესაძლებლობა უნდა მისცეს.

გასულ წელს, ხუთი მოკვლევა დავასრულეთ. ეკონომიკურ აგენტთა შეთანხმებული ქმედება, ორი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დადგინდა. ასევე, სახელმწიფო უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ერთი შემთხვევა არ დადასტურდა. ამავე პერიოდში, საქართველოში განხორციელებული 22 ათასამდე კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული, სააგენტომ 3 შემთხვევაში სხვადასხვა სექტორში კომპანიების გაერთიანებაზე თანხმობა გასცა,” - განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, ამ დროისთვის, 3 საქმის მოკვლევის პროცესი მიმდინარეობს: 1. სათარჯიმნო სექტორში - დომინატური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების ფაქტის გამოვლენაზე; 2. სადაზღვევო/ჰოსპოტალურ სექტორში არასამართლიანი სავაჭრო პირობების დადგენაზე და 3. არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე.

როგორც ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, ასევე მიმდინარე რეჟიმშია 3 საქმის განხილვა ბაზრის სხვა მარეგულირებლებთან ერთად: სემეკთან, კომუნიკაციების კომისიასთან და ეროვნულ ბანკთან ერთად.

წლიურ ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2021 წელს, სააგენტომ სხვადასხვა ეკონომიკურ აგენტებს 58 000 ლარის ოდენობის ფინანსური ჯარიმა დააკისრა.

„მიმდინარე რეჟიმშია საწვავის ბაზრის მონიტორინგი, რომლის ფარგლებში 2021 წელს დარგობრივი ასოციაციებისა და ბაზარზე მოქმედი რიგი ეკონომიკური აგენტების მიმართულებით რეკომენდაცია გავეცით. ასევე, 2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდის მონაცემები გამოვაქვეყნეთ, რომელმაც აჩვენა, რომ მსხვილ კომპანიებს, რომელთაც საცალო ბაზრის 60%-მდე უჭირავთ, საწვავზე ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ,” - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე და განმარტა, რომ ეკონომიკური გუნდი საწვავის ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში მიღებულ შედეგებზე აქტიურად მუშაობს.

სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრები, კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.

 

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →