„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხარდასაჭერი აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან "მთავარი არხის" ოფისისკენ მიემართებიან.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა ნიკა გვარამიას გათავისუფლება.
გვარამიას მხარდასაჭერი აქციის ორგანიზატორები ოპოზიციური ტელეარხების მედიამენეჯერები და ჟურნალისტები არიან.
მსვლელობას ასევე შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები.
აქციის გამო სრულიად გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.
IPN.ge
