InterPress.ge -ს ინფორმაციით, შემთხვევა 16 მაისს მოხდა.
როგორც სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, სოფელში რამდენიმე ხნის წინ ყაჩაღობა მოხდა და ახალგაზრდას ქურდობაში ედავებოდნენ.
ახალგაზრდამ ბრალდება უარყო.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ბიჭი პოლიციის განყოფილებიდან სახლში მივიდა და დედას უთხრა, რომ პოლიციაში სცემეს.
"უკანასკნელმა დედას უთხრა, რომ პოლიციელებმა სცემეს. ამის შემდეგ ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, ვერ გაუძლო ბრალდებებს და თავი მოიკლა", - აცხადებენ ნათესავები.
გარკვეული პერიოდის შემდეგ დედამ შვილი სახლში ვერ იპოვა, შემდეგ კი გარდაცვლილის ძმამ ის სარდაფში გარდაცვლილი იპოვა.
გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ საჩივარი შეტანილია და მიმდინარეობს გამოძიება.
მიცვალებულს დღეს დაკრძალავენ.
