თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა ეს საზოგადოებას მოდუნების საშუალებას არ აძლევს და რეკომენდაციების დაცვა ყველამ უნდა გააგრძელოს.
"ახალი შემთხვევა არ არის და კვლავ 879 ინფიცირებული გვრჩება. ამასთან, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და გუშინდელს შემდეგ 20 გამოჯანმრთელებული გვყავს. აღსანიშნავია, რომ ახალი შემთხვევის არქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას, რეგულაციები არსად წასულა", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 141 პაციენტი მკურნალობს.
