„დედა პოლონეთშია და ხვალ იტალიაში უნდა წავიდეს და შემდეგ თბილისში ჩაფრინდება. რატიც მუშაობდა პოლონეთში. ომი რომ დაიწყო გადავიდა უკრაინაში და იქ იბრძოდა",- გვითხრა ოჯახის ახლობელმა.
რატი შურღაიას უკრაინელი მეუღლე ჰყავდა. შურღაიას მამა და და თბილისში ცხოვრობენ.
„არ უნახავს ახალდაბადებული დისშვილი, როგორ უხაროდა, თვითონ შვილი არ ჰყავდა",- უთხრა შურღაიების ემიგრანტმა ნათესავმა.
(primetime)
